ახალ ტიფლისთან დაკავშირებით ქალაქის მერმა განმარტებები დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა.
დავით ნარმანის განცხადებით, ოპონენტების მხრიდან არაერთი კრიტიკული კითხვა დაისვა, მათ შორის პროექტის ავთენტურობასთან დაკავშირებით.
ქალაქის მერი განმარტავს, რომ პროექტში დაცული იქნება ძეგლების ავთენტურობა.
რეაბილიტაციის პროცესში გზის ერთ მონაკვეთზე მოძრაობა, მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაობის გამო, ავტომობილებისთვის შეიზღუდება.