დიღომში საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობას აპროტესტებენ. კერძოდ, პირველი კვარტლის, მეორე კორპუსის მოსახლეობის მაცხოვრებლების განცხადებით, დაზიანებული მილების გამო, კორპუსის სარდაფში დაგროვილი წყალი, კორპუსის ბინადრებს საფრთხეს უქმნის.
ადგილობრივები ანტისანიტარიასაც უჩივიან.