ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, 34 წლის ელისო ვარდანიძე გრიპის ვირუსის გართულებული ფორმით 5 თებერვალს ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიღუპა.
ვარდანიძეების ოჯახს გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენების საშუალება არა აქვს და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.
ელისო ვარდანიძე ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხიდან არის.
გარდაცვლილის ოჯახში დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ირაკლი გეგეშიძე, იმყოფებოდა, რომელიც ოჯახს დაპირდა, რომ ხელისუფლებას საქმის კურსში ჩააყენებს და შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან.