მაესტროს დამფუძნებლის ინიციატივით, მაესტრო24 სხვა სიხშირეზე მაუწყებლობას იწყებს. ეთერში ჯერ მხოლოდ რადიო გადის, თუმცა უახლოეს მომავალში ტელევიზიის გაშვებაც იგეგმება.
კიკაბიძის განცხადებით, ის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მოთხოვნილ საბუთებს უახლოეს პერიოდში გაუგზავნის და ყველა დოკუმენტაცია წესრიგში იქნება.
ეს განცხადება ბაჩო კიკაბიძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა. მარეგულირებელ კომისიას კი წერილობით გუშინ მიმართა.
„აგვისტოს დასაწყისში გავიარე ავტორიზაცია და გუშინ იყო ის დღე, როდესაც ჩავრთე მაესტრო24. ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და ვეცდები, ყველა არხს დიდი კონკურენცია გავუწიო. მცირე ტექნიკური სტაფის მოძებნა არ გამიჭირდება, რაც ამ ეტაპისთვის საჭიროა,“ - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.
მარეგულირებელი კომისია მოითხოვს, წარმოდგენილი იყოს, თუ რა ფორმის იქნება მაესტრო24-ის მაუწყებლობა.