20 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
უნდათ, მაესტროს მისი სამაუწებლო სიხშირეები წაართვან - ირაკლი კორძახია

„უნდათ, მაესტროს მისი სამაუწებლო სიხშირეები წაართვან. ანუ უნდათ, ის ადგილი წაართვან, რომელიც მაესტროს TV11-ის სახით აქვს საკაბელო ოპერატორებთან," - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია მაესტროს 55%-იანი წილის მფლობელის, გიორგი გაჩეჩილაძის, ადვოკატმა გააკეთა.

ირაკლი კორძახია აცხადებს, რომ TV11-ის სიხშერეზე ახალი არხის ჩართვა მაესტროს მიზანმიმართული გაკოტრების გაგრძელებაა. 

"ეს უკანონო ქმედებაა. ეს ემსახურება იმას, რომ მაესტრო ფაქტობრივად გაკოტრდეს, რისი მოწინაამდეგეც ვართ ჩვენ და ჩვენ მაესტროს გადარჩენა გვინდა. მაესტრო თუ აჩერებს თავის მაუწყებლობა TV11-ს, ამისთვის ორივეს თანხმობაა აუცილებელი... თუ რაიმე უკანონო მოქმედება მოხდება მაესტროს ქონებასთან დკავშირებით, შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ჰქოდნეს ადგილი,“ - განაცხადა ირაკლი კორძახიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები