02 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
ციხისძირში ათსულიან ოჯახს სახლი დაეწვა

ციხისძირში მიქელაძეების ათსულიან ოჯახს სახლი დაეწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის გამომწვევი მიზეზები კი უცნობია.

ხანძარი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი მეორე სართულს მოედო.

ორსართულიან შენობაში დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები და განადგურდა ტექნიკა.

დაზარალებულ ოჯახს დამხრებას ქობულეთის გამგეობა დაჰპირდა.

 

 

 

 

 

დღის ამბები