გუდაურში საჩხერის სამთო მომზადების კურსის მეორე ეტაპი სრულდება.
ქართველ ჯარისკაცებთან ერთად თურქეთიდან, ლატვიიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან მოვლენილმა სამხედროებმა სწავლება თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში გაიარეს.
სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სამხედროები სერტიფიკატებს მიიღებენ.