20 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
იუსტციის უმაღლესმა საბჭოს შესაძლოა მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაადაყენოს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლოა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენოს. საბჭომ მამუკა ახვლედიანის მიმართ ეთიკის ნორმების დარღვევის გამო დისციპლინარული დევნა დაიწყო.

ახვლედიანი აიპრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს, რომ საბჭომ საკითხის განხილვის გადაწყვეტილება მის მიერ სასამართლოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო მიიღო.

ახვლედიანის მიმართ დისციპლინარული დევნის დაწყებას არასამათვრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ.

ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის დაწყება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სავარაუდოდ, მის მიერ ბოლო პერიდოში გაკეთებული სკანდალური განცხადებების გამო მიიღო. მამუკა ახვლედიანმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს ის დოკუმენტაცია გააცნო, რომლითაც დასტურდება, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების წინ ერთ-ერთმა კონკურსანტმა საგამოცდო ტესტების პასუხები წინასწარ იცოდა.

 

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები