მოხუცებს რამდენიმე თვის პენსიასთან ერთად, მათივე მტკიცებით, პარლამენტარის სტატუსით გაცნობილმა ქალმა ავნასის სახით რამდენიმე ასეული ლარი სოციალური დახმარებიდანაც გამოატანინა.
დაზარალებულად არცერთი პენსიონერი ცნობილი არ არის, თუმცა დახმარებისთვის საგამოძიებო უწყებებს არაერთხელ მიმართეს. არც შინაგან საქმეთ სამინისტროს და რაც ირაკლი შოთაძის უწყებიდან მათთვის ოფიციალურად არ უპასუხიათ.
პოლიციამ რამდენიმე თვის წინ უზრუნველყო, რომ ლილიანა გვიშიანი და დაზარალებული პენსიონერები ერთმანეთს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში შეხვედროდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საქმეში სისხლის სამართლებრივი დარღვევები არ იკვეთება. თუმცა, სისიხლის სამართლის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სსაქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
დაზარალებული მოხუცებისთვის ლილიანა გვიშიანის საცხოვრებელი მისამართი და ბრალდებებზე მისი პასუხი უცნობია.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი