20 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
psp-ს დამფუძნებელი სახელმწიფოს კონკურენციის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს

სახელმწიფოს კონკურნციის პირობების დარღვევაში კომპანია psp-ს დამფუძნებელი და პარლამენტარი, კახა ოქრიაშვილი, ადანაშაულებს. ოქრიაშვილი ბაზარზე უცხოური პარმაცევტული კომპანიის ჰუმანითი ჯორჯიას შემოყვანას აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ფარმაცევტულ კომპანიას სახელმწიფოს დახმარება არ სჭირდებოდა.

ჰუმანითი ჯორჯია ქართულ ბაზარზე ოფიციალურად გასულ კვირას გამოჩნდა. კომპანიის სტრატეგია ქვეყანაში ხელმისაწვდომი და იაფი პირველადი მოხმარების 250-მდე დასახელების მედიკამენტების იმპორტია. უცხოურმა კომპანიამ საქართველოში ფარმაცევტული ქარხანა უნდა ააშენოს. პროექტის ღირებულება 130 მილიონი დოლარია, რომელშიც თანადაფინანსების სახით საპარტნიორო ფონდი 30 მილიონის ჩადებას აპირებს.

ჰუმანიტი ჯორჯიას გენერალური დირექტორის მოადგილე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის, ძმისშვილი გიორგი საგანელიძეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰუმანით ჯორჯიას ქართულ ბაზარზე შემოსვლა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, ინეტერსებს უკავშირდება. 

არ არის გამორიცხული, კომპანიის უკან ბიზნესმენი ალექსანდრ მაშკევიჩი იდგეს, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს იყო ჩამოსული საქართველოში და სწორედ დავით საგანელიძეს შეხვდა ფარმაცევტულ ბაზარზე სასაუბროდ. 2013 წელს კი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა იმის შესახებ, რომ თავის მეგობარ ბიზნესმენთან ჰქონდა მოლაპარაკება წამლებზე ფასების შესამცირებლად. შესაძლოა, ის სწორედ ალექსანდრ მაშკევიჩს გულისხმობდა.

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები