20 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
მეორე მთვლელის შემოსვლა არის ბიძინა ივანიშვილის ნება - ნინო დანელია

მედიაექსპერტი ნინო დანელია მაესტროს ირგვლივ მიდიანრე მოვლებს აფასებს და აცხადებს, რომ „მთელ ამ პროცესებში ჩანს ხელისუფლების კვალი“.

ნინო დანელიამ ამის შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მედიის განვითარების ფონდის კვლევვების მიხედვით, მაესტრო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულობით მეორეა რუსთავი2-ის შემდეგ. ეს ხელისუფლებისთვის გადაიქცა საგანგაშო სიგნალად და მან გადაწვიტა, რომ მაესტროში თავისი გავლენა უნდა გააძლიეროს. როგორც კი ჩვენ გავიგეთ, რომ იმედიდან გათავისუფლდა ინგა გრიგოლია, ასევე დაიხურა ეკა მიშველაძის გადაცემა, ჩვენ ვთქვით, რომ ხელისუფლება ემზადება რუსთავი2-ის წინააღმდეგ შტურმისთვის,“ - განაცხადა ნინო დანლელიამ.

ნინო დანელიამ რეიტინგების ახალი მთვევლის კანტათან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ბაზარზე შემოსვლა „ბიძინა ივანიშვილის პირადი ნებაა“. 

„მეორე მთვლელის შემოსვლით საქართველოში მნიშვნელოვანი რამ ხდება. ესეც, რასაკვირეველია, არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ნება იმიტომ, რომ სწორედ იმ ფაქტამდე, სანამ ეს მთვლელი გაჩნდებოდა ბაზარზე, მან თავად დაანონსა, რომ საჭირო იყო მეორე მთვლელი კომოანიის გაჩენა და ის კმაყოფილია ამ მეორე მთვლელის გაჩენით,“ - აცხადებს ნინო დანელია.

ნინო დანელიას თქმით, მთვლელ კომპანიასთან მჭიდრო კავშირშია ორაგნიზაცია გორბის დირექტორი და, მისივე თქმით, "ეს ორგანიზაცია არის საყდრისის ამფეთქებელი კომპანიის პიარში ჩართული ორგანიზაცია". 

დღის ამბები