20 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 36 წლის მამაკაცს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში H1N1-ის დიაგნოზი რამდენიმე დღის წინ დაუსვეს.

პაციენტის გარდაცვალების მიზეზად დაგვიანებული მკურნალობა სახელდება. მამაკაცი ზუგდიდში გალის რაიონიდან უგონო მდგომარეობაში გადმოიყვანეს. 

ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ეს უკვე 10-ე შემთხვევაა. ამჟამად ასი ათას მოსახლეზე მიმართვიანობა 290-ს შეადგენს, რაც ეპიდემიურ ზღვარს არ სცილდება.

დღის ამბები