ქვემო ფონიჭალის მოსახლეობა მუნიციპალური ფონდის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პროექტში მათი საცხოვრებელი კორპუსები მოყვა. ალტერნატიული ფართის შესაძენად კი ფონდი იმდენად დაბალ თანხას სთავაზობს, რომ მოსახლეობა ბინების შეძენას ვერ ახერხებს.
ნაციონალური მოძრაობის წევრებთან - ნიკა მელიასთან და ირაკლი აბესაძესთან საუბარში მოსახლეობა ამბობს, რომ მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველია, აქვთ მხედველობის პრობლემა და ახალი საცხოვრებელიც ამ პრობლემის მქონე ადამიანებისთვის ინტეგრირებული უნდა იყოს.