20 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
"ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი რჩება იმავე კომპანიის მფლებელობაში"- ვახტანგ აბაშიძე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე  ვახტანგ აბაშიძე სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის რუსეთის ხელში გადსვლაზე და კომპანია ვიმპელკომზე საუბრობს. მისი თქმით, საუბარია მხოლოდ კავკასუსუს ონლაინის საცალო სეგმენტის შესაძლო გასხვისებაზე.  

“ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი და საერთოდ საქართველოზე გამავალი მაგისტრალების გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, განიხილება კავკასუს ონლაინის საცალო სეგმენტის შესაძლო გასხვისება კომპანია მობიტელისთვის, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ რუსული ვიმპელკომი. ეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი რჩება იმავე კომპანიის მფლებელობაში “ - განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ.

ამავე თემაზე შეფასებები გაკეთდა სპეციალისტების მხრიდან. საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრი ნინო კალანდაძე ფიქრობს, რომ თუ ამ თემაზე რაიმე ტიპის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ეს ძალიან საშიშია.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტელეკომუნიკაციებზე, სტრატეგიულ ობიექტებზე და ვსაუბრობთ რუსეთზე და რუსეთთან ამ ტიპის მოლაპარაკებების წარმოებაზე ეს არის ის თემა, რომლის შესახებაც საზოგადოებამ აუცილებალდ ყველა დეტალი უნდა იცოდეს. თუ  მაინც რაიმე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან საშიშ თემასთან გვაქვს საქმე“ - არნიშნა ნინო კალანდაძემ.

საქართველოს განვითარების ფონდის საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელს გიორგი რუხაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების ხრიდან ასეთი ნაბიჯი იქნება დანაშაული საქართევლოს უსაფრთხოებისთვის.

“ეს იგივეა საქართველომ რუსეთს, რომ გადასცეს რკინიგზა ან მაგისტრალური გაზსადენი, იქიდან გამომდინარე, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ინტერნეტის მნიშვნელობა უფრო და უფრო იზრდება და ინტერნეტი, კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი, აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლების ხრიდან ასეთი ნაბიჯი იქნება დანაშაული საქართევლოს უსაფრთხოებისთვის“ - განაცხადა გიორგი რუხაძემ.       

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები