მაესტრო მაუწყებლობას არ წყვეტს. ცნობილი ხდება, რომ არხი ფუნქციონირებას საკუთარი ლოგოთი და სახელწოდებით განაგრძობს - ამის შესახებ გადაწვეტილება არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ მაკა ასათიანსა და მამუკა ღლონტთან საუბრის შემდეგ მიიღო. პარალელურად, რამდენიმე საათი გაგრძელდა კონსულტაციები არხის ხელმძღვანელ პირებსა და მაკა ასათიანის ადვოკატს შორის.
“როცა მე ეს დოკუმენტები გავიაზრე ბუნებრივია მე გავიარე იურიდიული კოსულტაცია და იურისტებმა მითხრეს, რომ ამას აქვს სამართლებრივი კვალიფიკაცია, იმას რასაც მე ვიტყვი, ამიტომ ჩავაყენე ბუნებრივია ყველა მხარის ადვოკატი საქმის კურსში. ეს იქნება დოკუმენტაცია, მეორე იქნება მიმოწერა საიდანაც ნათლად გამოჩნდება, რომ ეს არ არის ქველმოიქმედებაში დახარჯული ფული“- განაცხადა მაესტროს მოქმედმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ.
მაესტროს დამფუძნებლის ბაჩო კიკაბიძის თქმით, მან იმის გამო რომ მაესტროს რაიმე ზიანი არ მიდაგეს დრობით მისი მოთხოვნები შეწყვიტა.
“მე დამიკავშიდა ქალბატონი მაკა, ვესაუბრე ბატონ მამუკასაც და მთხოვეს, რომ არ მოხდეს მაესტროს დაზარალება და მე არ დავუშვებ არანაირი ფორმით, რომ რაიმე ზიანი მიადგეს მაესტროს. საკითხის გარკვევამდე მთლიანად როგორც მოგეხსენებათ ქალბატონი მაკა ჩამოდის და არც ბატონი მამუკა არ არის თბილისში და ჩამოვა ამ დღეებში და გადავწყვეტთ როგორ და რანაირად იქნება, ამ ეტაპისთვის რამე ზიანი, რომ არ მიადგეს მაესტროს შევჩერდი დროებით,“ - აღნიშნა ბაჩო კიკაბიძემ.
მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის თქმით, მაესტრო ყოველგვარი სტატუსის გარეშე ფუნქციონირებს.
“ იჯარას მორიგი ვადა ამოეწურა 31 დეკემბერს და დღეისათვის მაესტრო ყოველგავრი სტატუსის გარეშე ფუნქციონირებს. მხოლოდ კეთილ ნებაზეა მისი აქ ყოფნა დამოკიდებული. მას აქვს უფლება, რომ თავისი კომპანია მართოს მაგრამ ამავდროულად მესაკუთრესაც აქვს უფლება, რომ არ დაუშვას შენობაში ის პირი რომელიც მას არ სურს, აქ არის კოკურენცია ორი უფლების“ - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა