20 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
"გაჩეჩილაძემ წილების გადაფორმება გადაიფიქრა" - ბაია გადაბაძე

ტელეკომპანია მაესტროს გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე გიგა გაჩეჩილაძის წილების დამფუძნებლებისთვის გადაფორმების ფაქტზე საუბრობს. მისი თქმით, ხელშეკრულების თანახმად ყადაღის გასვლის შემდეგ გაჩეჩილაძეს წილები ყოფილი დაფუძნებლებისთვის უნდა გადაეფორმებინა თუმცა ეს ასე არ მოხდა.

“ეს 25 %, რომელიც გიას ჰქონდა აქამდე ვიდრე 30%-ს შეიძენდა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გიამ ეს წილი გაყიდა. მე მისგან ვიცი ეს ყველაფერი. როდესაც დაიდო ხელშეკრულება რას მოიცავდა ეს, როდესაც ყადაღა გაუვიდოდა წილებს, იმიტომ რომ მაშინაც სასამართლოში იყო დავა ოღონდ ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით, ყადაღის გასვლისთანავე გადაფორმდებოდა ეს წილები, მაგრამ მოხდა ისე, რომ ყადაღა გავიდა და გიამ გადაიფიქრა ამ წილების გადაფორმება, მე ვიცი წილს, რომ ყიდიან ფულს იღებენ რა თანხაზეა საუბარი ვერ ვიტყვი მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია პირადად მისგან. ამას ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ მისგან არ მაქვს აღებული უფლება ამის თქმის. ეს ის საკითხია რომელსაც მე ვერ შევეხები. წილი უნდა გადაეფორმებინა მამუკა ღლონტისთვის და ძველი დამფუძნებლებისთვის. ყადაღა, რომ მოხსნა გია უკვე აღარ აპირებდა წილების გადაფორმებას“- განაცხადა მაესტროს გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ.  

მაესტროს ყოფილი დამფუძნებელის მამუკა ღლონტის თქმით, ამ საქმეზე სარჩელი არის სასამართლოში შეტანილი და ელოდებიან სასმართლოს განხილვას.

“ჩვენ ძირითადი ხელშეკრულების გადაფორმების შემდეგ უნდა გადაგვეხადა სიმბოლური 400 ლარი. თუ გიას ვინემ გადაუხადა ეს თანხა აიღო, არ აიღო ეს კითხვა მასთან  არის. მე რაც ჩემი თვალით არ მაქვს ნანახი იმაზე ვერაფერს ვიტყვი. წილის ყადაღის მოხსნის შემდეგ მივმართეთ ბატონ გიას, რომ მას შეესრულებინა აღებული ვალდებულება, რაზეც მან უარი განაცხადა, სასამართლოშია შეტანილი სარჩელი და ჩვენ ველოდებით სასამართლო განხილვას“-  აღნიშნა მაესტროს ყოფილმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა.

ავტორი: პაატა იაკობაშვილი     

ამავე თემაზე
დღის ამბები