20 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
"ბატონო პრემიერო ძალიან არ გაწყობთ ახლა უკვე მეორე ტელევიზიაში ალიაქოთი,"-გადაბაძე კვირიკაშვილს მიმართავს

მაესტროს გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე პრემიერმინიტრისა და გია გაჩეჩილაძის მეგობრობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აქამდე მათი მეგობრობის შესახებ არაფერი იცოდა. გადაბაძის თქმით პრემიერმა დიდი შეცდომა დაუშვა, რომ მას არ შეხვდა. მაესტროს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი რუხაძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სამტავრობო პოლიტიკის გატარებას ცდილობს.

“ეს არანაირად არ არის ბიზნესი იმიტომ, რომ წამგებიანი ბიზნესია სრულიად. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მყიდველის მხრიდან. ჩემი გონივრული ეჭვით ირაკლი რუხაძეს უნდა ქართული ოცნების პოლიტიკის გატარება ან შესაძლოა მისი ბიზნესის ლობირება. აქამდე არ ვიცოდი, რომ გია გაჩეჩილაძე და პრემიერი მეგობრები იყვნენ, მაგრამ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა პრემიერმინისტრმა, რომ არ შემხვდა. ბატონო პრემიერო ძალიან არ გაწყობთ ახლა უკვე მეორე ტელევიზიაში ალიაქოთი და რატომ აკეთებთ ამას უბრალოდ ვერ ვხდები“ - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

ტელეკომპანია მაესტროს ყოფილი დამფუძნებელს მამუკა ღლონტს კი მიაჩნია, რომ თუ ამ საქმეში ჩარეულია პოლიტიკური ძალები, მაშინ მთავარი მოტივი იქნება არჩევნები და მედიის დამორჩილება.

“ის, რომ ბატონი პრემიერმინისტრი სამუშაო საათებში და მედიასთან დაკავშირებით დაძაბულ სიტუაციაში ხვდება მოდავე ერთ-ერთ მხარეს საკუთარ კაბინეტში და შემდეგ აცხადებს, რომ ეს იყო უბრალოდ მეგობრული შეხვედრა ეს არის შემაშფოთებელი. რაც შეეხება პოლიტიკურ ინტერესებს, მე რა თქმა უნდა ეჭვები გამაჩნია. თუ აქ არის პოლიტიკური ძალები ჩართული მხოლოდ იმიტომ, რომ მაესტრო არ ემორჩილება არც ერთ ხელისუფლებას, მთვარი მოტივია არჩევნებიც, სარეკლამო გადანაწილებაც და სერთო ჯამში მედიის დამორჩილებაც“ - აღნიშნა მამუკა ღლონტმა.      

ავტორი: პაატა იაკობაშვილი     

დღის ამბები