20 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხწყოფის შესახებ-დავა დოკუმენტის ირგვლივ გრძელდება

კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარვად უნდა შეფასდეს. კანონპროექტზე მსჯელობა პარლამენტში უკვე დაიწყეს. დოკუმენტის თანახმად რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და დამნაშავე 300 ლარით დაჯარიმდეს. რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა 500 ლარით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.

თუ კანონად იქცევვა პროექტი, რომელიც პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივით შევიდა და რომელიც სავსეა ბუნდოვანი დეფინიციებით, შესაძლოა დაისაჯონ ჟურნალისტებიც, რომლებიც ხშირად ინტერესდებიან სასულიერო პირთა საქმიანობით.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ უკვე არსებული საკანონმდებლო ბაზა ისედაც ითვალისწინებს რეაგირებას ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, კერძო საკუთრების ან კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებაზე და დამატებითი კანონი საჭირო არ არის.

საქართველოში არსებული თითქმის ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ რელიგიური შეურაცხყოფები მართლაც პრობლემაა, ამის მიუხედავად პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს პირველი მართლმადედებელი ეკლესია გაემიჯნა.

ქვეყანა, სადაც კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ აქტიურად მოქმედებს მართლმადედებელი რუსეთია. 

 ავტორი: თეა ადეიშვილი

დღის ამბები