20 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
"საია" თვითმმართველ ორგანოებში პირდაპირი გზით არჩეული პირების იმუნიტეტის აუცილებლობაზე საუბრობს

თვითმმართველ ორგანოებში პირდაპირი გზით არჩეული პირების იმუნიტეტის აუცილებლობაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, იმუნიტეტი მათაც ისევე უნდა იცავდეს, როგორც პარლამენტის დეპუტატებს.

საიას წევრების თქმით, ამის აუცილებლობა თბილისის ყოფილი მერის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა.

კვლევის შედეგებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საზოგადეობას დღეს გააცნობს. უახლოეს პერიოდში კი ორგანიზაცია საკანონმდებლო წინადადებით შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად პარლამენტსაც მიმართავს.

დღის ამბები