ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა მელია ილორის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
13 ადგილობრივი ოჯახი მათი საცხოვრებელი კორპუსის ავარიულ მდგომარეობაზე ლაპარაკობს. მოსახლეობა თბილისის მერიასა და რაიონის გამგეობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
ოპოზიციის წარმომადგენელი ადგილობრივებს დახმარებას დაპირდა.