20 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
"თამარ ჟვანია მოსვლის დღიდან ასამარებს საარჩევნო სისტემას,"-აქცია ცესკო-სთან

საპროტესტო აქცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ადმინისტრაციის შენობასთან სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიების უკვე ყოფილი თანამშრომლები შეიკრიბნენ.

ისინი თანამდებობებიდან ცოტა ხნის წინ, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მოტივით გაათავისუფლეს.

ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ კომისიების ხელახლა დაკომპლექტება პარტიული აქტივისტებით მოხდა. მათი თქმით, ეს პროცესი მომავალში საარჩევნო სისტემას უფრო გაუმჭვირვალეს გახდის.

„რაში აინტერესებს ჟვანიას და ცესკო-ს დანარჩენ წევრებს გამოუცდელი კადრები ჰყავდეთ არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე. 74 ადამიანი არის არჩეულებიდან, რომელსაც ნამდვილად აქვს პარტიული ნიშნით ნამუშევარი ამა თუ იმ ოლქზე თუ უბანზე. ძირითადად ქართული ოცნების წარმომადგენლები,“-აცხადებს აქციის მონაწილე ნინო დათუაშვილი.  

არჩეული ადამიანების პარტიულ აქტივისტობაზე საუბრობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე და განმარტავს, რომ დღევანდელ აქციაზე მათი თანამოაზრეების ნაწილი დააშინეს, რის გამოც ისინი აქციაზე ვერ მივიდნენ.

„ჩვენს ნაცვლად აირჩიეს ის ადამიანები, რომლებიც არიან მათი პარტაქტივი, კოალიცია ქართული ონცებიდან. ვინც არ არის პარტაქტივი არის მათი ნათესავი. თამარ ჟვანია მოსვლის დღიდან ასამარებს საარჩევნო სისტემას საქართველოში თავის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან ერთად,“-აცხადებს ნესტან დალაქიშვილი. 

დღის ამბები