კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვს. მათ მოამზადეს პეტიცია, რომლითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავენ, პროცესი მას შემდეგ გააგრძელოს, რაც შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები შეიქმნება.
პეტიცია დღეიდან ინტერნეტშიც განთავსდება და კოალიციის წევრების განცხადებით, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მხარი დაუჭიროს. კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი და ითხოვს, რომ ინსტანციამ კანონმდებლობის კონსტუიტუციორობაზე იმსჯელოს, თუ რამდენად კანსტიტუციურია საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, ფარული კენჭისყრითა და ყოველგავრი დასაბუთების გარეშე.
"დღეს მოქმედი სისტემა არის უსამართლო, გაუმჭვირვალე, დაუსაბუთებელი და ამგვარად არაკოსტიტუციური, ჩვენ მივმართავთ საბჭოს, რომ შეაჩეროს მოსამართლეთა არაკოსტიტუციური გზით არჩევა და მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელოს პროცესი რაც შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები შეიქმენბა", - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის თქმით, მოსამართლეების დანიშვნაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.
"სანამ ქვეყანაში არ შეიქმნება შესაბამისი კანონმდებლობა რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეების შერჩევას სამართლიამი, ობიექტური და დასაბუთებული პროცედურით, მანამდე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი საერთოდ მოსამართლეების დანიშვნაზე, ვინაიდან ის სისტემა რომელიც დღეს გვაქვს არის არაკონსტიტუციური", - აღნიშნა სოფო ვერძეულმა.