კოალიცია ქართული ოცნების წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ტელეკომპანია მაესტროს მეწილეთა დავაში ჩართული გია გაჩეჩილაძისა და პრემიერის შეხვდრას გამოეხმაურა. უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ მსგავსი სიხშირის შეხვდრებზე საუბარი არასასიამოვნოა, რადგან პრემიერთან ასე ხშირად შეხვედრას დეპუტატებიც ვერ ახერხებენ. ზაქარია ქუცნაშვილი მაესტროს მეწილეთა დავაში ხელისუფლების ჩარევას გამორიცხავს.
“ეს გამონათქვამი არ იყო სასიამოვნო მოსასმენი, რომ ორ დღეში ერთხელ ვხვდები პრემიერს იმიტომ, რომ პარლამენტის წევრებს აქვს პრობლემა პრემიერთან შეხვედრის. ეს სასიამოვნო მომსამენი არ იყო. თუმცა თავიდან ბოლომდე ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.