ციხისძირში მიმდინარე ხეების გადარგვის სამუშაოებთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა დოკუმენტაცია, რომელშიც საუბარია ციხისძირში სასტუმროს აშენებაზე. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ივანიშვილს ასწლოვანი ხეები არ აღელვებს და ხეების გადატანაც არასწორად ხდება.
“რეალურად ეს ხეები ნაკლებად აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს და ეს არის უბრალოდ ტერიტორიის მოთავისუფლება ასაშენებლად. ეს ორი ხე, რომლის გადატანაზეც ახლა ამხელა ამბავია ატეხილი, არ წარმოადგენს რელაურად იმხელა ღირებულების ხეებს, რის გამოც ღირდა ამხელა ინვესიტიციის ჩატარება, ეს ყველაფერი მიგვითითებს იმაზე, რომ ეს არის უბრალოდ ამ ტერიტორიის სამშენებლოდ მონთავისუფლება.
ამ ორი ხის გარდა გვაქვს ინფორმაცია, რომ მონიშნულია კიდევ 80 მოსაჭრელი ხე, შენდება პორტი, კეთდება გზები, ეს ყველაფგერი ძალიან არალოგიკურია. ნებისმიერი ბოტანიკოსი იტყვის, რომ ამ ხეების გადანერგვის შეემდეგ გახარების შანსი არის 10-15 პროცენტი იმიტომ, რომ არასწორედ მიმდინარეობს მათი გადატანა“, - აღნიშნა მოძრაობა პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ.
ავტორი: ეკო მაღრაძე