ციხისძირში ხეების გადატანის პროცესი გააპროტესტეს ნაციონალური მოძრაობსი წევრებმა, ისინი ტერიტორიიდან უნიკალური ხეების გატანას ეწინააღგმდეგებიან.
“ოლიგარქმა ივანიშვილმა ქვეყანა გაანადგურა, შევაჩეროთ ეს პროცესი, შევაჩეროთ აი აქედან დავიწყოთ ამ ადამიანის მოცილების პროცესი ქვეყნიდან, პირველ რიგში უდნა მოშორდეს ის და გაიყვანოს ტექნიკა აქედან“ - განაცხადა აქციის წევრმა.
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, აქ საუბარია ხეების გადატანაზე რათა უფრო ემტმა ადამიანმა შეძლოს მათი ნახვა.
"არ ვფოლბ ინფორმაციას, ვისი მანქანები მუშაობენ იქ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ვაკვირდები და საუბარია არა ხეების მოჭრაზე, არამედ ხეების გადატანაზე, რათა უფრო მეტმა მნახველმა ნახოს", - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.