20 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
მერია ციხისძირში ხეების გადრაგვის სამუშაობთან კავშირს უარყოფს

თბილისის მერია უარყოფს რაიმე კავშირს ციხისძირში მიმდინარე ხეების გადარგვის სამუშაოებთან. მერიაში აცხადებენ, რომ საშვები კონკრეტული კომპანიების ავტომობილებისთვის 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გაიცა და სავარაუდოდ ციხისძირშიც იგივე კომპანიები ფუნქციონირებენ.

“ეს არის კერძო საკუთრებაში არსებული მანქანა, როემლიც 13 ივნისის სტიქიის დროს გვეხმარებოდა ჩვენ და როგორც გავარკვიეთ საშვი შერჩა ამ მანქანას დღემდე. ასე რომ, თბილისის მერიასთან ამ მანქანას არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა თბილისი მერმა დავით ნარმანიამ. 

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ეს მათი კუთვნილი მანქანებია და მათ ემსახურება. 

“ეს მანქანა აქ დგას უკვე 20 დღეა. ეს ჩვეულებრივად არის ჩვენი კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა, რომელსაც გადააქვს ტვირთი ჩვენთვის. პარალერულ რეჟიმში ის შეიძლება დღეს ბათუმში იყოს, ხვალ თბილისში იყოს და ზეგ კახეთში იყოს“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მასალა, რომელშიც ჩანს, რომ სატვირთო ავტომობილები და სპეც. ტექნიკა, რომლებსაც დედაქალაქის მერიის საშვი აქვს, ციხისძირის სანერგე მეურნეობაში მუშაობს. სწორედ აქედან, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ხდება ასწლოვანი ხეების გადარგვა ურეკში. ამ საქმეზე დღეს ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა დოკუმენტაცია, რომელშიც საუბარია ციხისძირში სასტუმროს აშენებაზე. 

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები