20 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
რეგიონალური მაუწყებლობები ქართული ენის ვიდეოგაკვეთილების ჩვენებას იწყებენ

რეგიონალური მაუწყებლობები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ვიდეოგაკვეთილების ჩვენებას იწყებენ. 15 თებერვლიდან რეგიონში მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ დისტანციურად კვირაში ორჯერ დაესწრონ ვიდეოგაკვეთილებს. პროექტი სამი ორგანიზაციის მიერ განხორციელდება და ის აბიტურიენტთა ხელშესაწყობად მომზადდა.

“ამ პროეტს სრულიად უსასყიდლოდ ვახორციელებთ. რეგიონული ტელევიზიები დაიწყებენ ამ გაკვეთილების ჩვენებას კვირაში ორჯერ იქნება და შევეცდებით, რომ მაყურებლისთვუს იყოს კომფორტული ამ გაკლვეთილებზე დასწრება“ - განაცხადა რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია მომავლის სოფელის წარმომადგენელის თამარ ხურციას თქმით, ეს პროექტი განსაკუთრებით პოპულარობას შეიძენს არა ქართულენოვან მოსახლეობაში.

“გვსურს ხელი შევუწყოთ ქართული ენის პოლულარიზაციას რეგიონებში და ასევე დავეხმაროთ მოსწავლეებს მოემზადოს საატესტატო გამოცდებისთვის, ასევე მისაღები გამოცდებისთვის და მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით პოპულარობას შეიძენს არა ქართულენოვან მოსახლეობაში“- აღნიშნა თამარ ხურციამ.

დღის ამბები