თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამი თვით შეფერხების თემაზე განმარტებებს აკეთებს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. მისი თქმით, სამთვიანი შეფერხების შემდეგ თბილისის აეროპოსრტში კარგი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი იქნება.
“ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ გავაკეთილშობილეთ ის ხელშეკრულება, რომ არ გაგვეკეთილშობილებინა დღეს არსებული ხელშეკრულება უფრო სწორად ის, რომელიც არსებობდა და ის გრძელდებოდა 2037 წლამდე. დღეს ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ხელშეკრულება აღარ გრძელდება და ეს არის 2027 წლამდე და ინვესტიციებს ახორციელებს თურქული მხარე. ჩვენ გვექნება სამთვიანი შეზღუდვები დღის ფრენებზე და ეს იქნება ჩვენთვის ძალიან მტკივნეული, თუმცა მთელ დარჩენილ პერიოდზე ჩვენ გვექნება კარგი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.