რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში მაესტროს ჟურნალისტებმა განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე ისინი რჩებიან ტელეკომპანიაში და აგრძელებენ საკუთარი მოვალეობების შესრულებას.
“ტელეკომპანია მაესტროს თანამშრომლები ყველა თანამშრომელი შევხვდით მაკა ასათიანს მოვისმინეთ პოზიცია. მაესტროზე არსებული ყველა ტელეპროექტი რჩება ეთერში და ვაგრძელებთ მუშაობას, რომელიც დღეს ეთერში არის. იმ შემთხვევაში თუ რეესტრი შესაბამის ცვლილებებს დაარეგისტრირებს არ ვგეგმავთ შევასრულოთ შპს სტუდია მაესტროს დირექტორის განკარგულებები,”-აღნიშნულია მაესტროს ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.