20 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
თბილისის აეროპორტი ნაწილობრივ პარალიზებულია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ნაწილობრივ პარალიზებულია. ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე დაგეგმილი სამუშაოების გამო დღის რეისები რამდენიმე თვის განმავლობაში გაუქმებული იქნება. აეროპორტის შეფერხებით გამოწვეულ რისკებზე საუბრობენ ოპოზიციის წევრები და პრემიერს იმ გადაწყვეტილებას ახსენებენ, რომლის მიხედვითაც ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია გადაიდო.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მხრიდან 4 თვის განმავლობაში დღის რეისების სრულად გაუქმებას უარყოფს აეროპორტის მმაართველი კომპანია ტავ ჯორჯია. დღეს გავრცელებულ განცხადებაში, განმარტავენ, რომ ფრენების გრაფიკი მხოლოდ რამდენიმე საათით შეიცვლება. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ თურქულ კომპანიას მმართველობის წლები არ გაუხანგრძლივდება.

კომპანია ტავ ჯორჯიას განმარტებით, 1-ლი მარტიდან 27 მარტის ჩათვლით ფრენები დილის 09:30-დან 15:00 საათამდე, ხოლო 27 მარტიდან 1 ივლისამდე დილის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე შეიზღუდება.

ავტორი: შოთა დიმიტრიშვილი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები