20 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
გამჭვირვალობა საქართველო - კანონპროექტი კერძო საკუთრების შესახებ მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში მიაჩნიათ, რომ "მთავრობის ახალი კანონპროექტი კერძო საკუთრების შესახებ მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს"

არასამთავრობო ორგანიზაციაში თვლიან, რომ სიახლე მიწის ბაზრის განვითარებას ხელს შეუშლის და გააუარესებს საინვესტიციო გარემოს.

დეტალებზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დღეს ბრიფინგზე ისაუბრებენ. მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი პარალამენტში უკვე შესულია.

პროექტის მიხედვით, მიწები, რომლებიც რეესტრში გატარებული არ არის, სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის, რის შემდეგაც ხელისუფლება მასზე ერთწლიან მონიტორინგს გამოაცხადებს.

განმარტებითი ბარათის შესაბამისად, ცვლილების მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა და ამ გზით უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

დღის ამბები