20 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ასწლოვანი ხეების ჭრა - ნაციონალური მოძრაობის წევრები ღამეს კარვებში ათევენ

ციხისძირში დღეს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ახალგაზრდა იურისტები და პარტიზანი მებაღეები, ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას და მასზე ნებისმიერი სახის მშენებლობის აკრძალვას მოითხოვს.

პარალელურად, ციხისძირში გაშლილ კარვებში ღამეს ათევენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ამ ფორმით ისინი ასწლოვანი ხეების ამოთხრას აპროტესტებენ, რომელიც აჭარის სანაპიროდან ბიძინა ივანიშვილის ურეკის რეზიდენციაში გადააქვთ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე დაწყებული პროცესი არ შეწყდება.


ამავე თემაზე
დღის ამბები