დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება.
წელს რეგისტრაციის პროცედურაში მნიშვნელოვანი სიახლეა - კერძოდ, რეგისტრაცია წელს სამ ეტაპად ჩატარდება.
ძირითადი ეტაპი დღეს დილის 10:00 საათზე დაიწყება და 15 მარტის საღამოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. მის ფარგლებში აბიტურენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება შეეძლებათ.
შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს. თუმცა, 1 ივნისამდე შეეძლება მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა.
რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, მისი არჩევა/შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.