20 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
მაკა ასათიანის შეცვლილი პოზიცია - "გაჩეჩილაძეებთან შეხვედრა ჯერ-ჯერობით გეგმაში არ არის"

"ჯერ-ჯერობით გაჩეჩილაძეებთან შეხვედრა გეგმაში არ არის," - ეს განცხადება მაკა ასათიანმა მაესტროს თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. თუმცა, საქართველოში ჩამოსვლის დროს ასათიანი ამბობდა, რომ გაჩეჩილაძეები მისი ოჯახის წევრები არიან და მათთან შეხვედრა შედგებოდა.

ასათიანმა არც ძმები გაჩეჩილაძეების მიერ გავრცელებულ განცხადებას უპასუხა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ მაესტრო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ტელეკომპანიის შენობა კი, რომელიც მაკა ასათიანის საკუთრებაა, კვლავ გაძლიერებული დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ არის. არხის გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე კვლავ აცხადებს, რომ ძმებ გაჩეჩილაძეებს შენობაში არხის სამართავად არ შეუშვებს.

ტელეკომპანია მაესტროს თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ მუშაობას აგრძელებენ და სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე არ გეგმავენ ახალი დირექტორის მითითებების შესრულებას.

ამავე თემაზე
დღის ამბები