მაესტროს საკონტროლო პაკეტის მფლობელის ადვოკატი დღეს სამეწარმეო რეესტრში არხის გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დამტკიცების შესახებ განცხადებას შეიტანს.
წარმოდგენილი იქნება კრების ოქმიც, სადაც ამ საკითხზე დამფუძნებლების თანხმობა დადასტურებულია.
ირაკლი კორძახია ვარაუდობს, რომ საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად ლევან გაჩეჩილაძე მაესტროში დღესვე მივა.
„სამეწარმეო რეგისტრაციის მომენტიდან, ლევან გაჩეჩილაძე შეუდგება მისი დირექტორის მოვალეობის შესრულებას მაესტროში,“ - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.
დღის ბოლოს გავრცელდა ძმებ გაჩეჩილაძეების ერთობლივი განცხადება - ისინი ბაია გადაბაძეს საზოგადოების შანტაჟში ადანაშაულებენ. განცხადებაში საუბარია სამომავლო გეგმებზეც.
პირველ ეტაპზე გაჩეჩილაძეები თანამშრომლებისთვის სამოქმედო გეგმის წარმოდგენას და აუდიტის ჩატარებას აპირებენ იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია არხის გაკოტრება.