არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიციის ახალ კანონში ფარული პატრულირების შესახებ მუხლს აპროტესტებენ - სამოქალაქო სექტორში განმარტავენ, რომ ეს კონკრეტული მუხლი კონსტიტუციით დაცული ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას ეწინააღმდეგება.
„დაირღვევა ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება და პოლიციის მიერ მოხდება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. არ შეიძლება პოლიციის დისკრეცია იყოს, ვის უთვალთვალებს ის ფარულად,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ.
ფარული პატრულირების შემოღება გულისხმობს პოლიციის მანქანების გადაადგილებას ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, ისინი დააფიქსირებენ დარღვევებს და მძღოლთან კონტაქტის გარეშე მოხდება დამრღვევი პირების გამოვლენა და დაჯარიმება.
კანონპროექტში გათვალისწინებულია მოძრავი რადარების გამოყენებაც.