გახმაურებული მკვლელობების, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა.
ნაციონალური მოძრაობა ვაზაგაშვილების, რაფალიანცის, თათუხაშვილის, კიწმარიშვილისა და მაისურაძის საქმეების შესახებ ფაქტების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროკურატურაში საქმეებთან დაკავშირებით, გამოძიება აქტიურად არ მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები საქმეებთან დაკავშირებით, საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
„აუცილებელია საზოგადოება იცოდეს, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული უკავშირდება პოლიტიკურ მოტივაციებს, და შესაბამისად უნდა გაეცეს პასუხი. უმრავლესობამ და პარლამენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ გამოძიებაზე,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
ამავე საკითხთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა ლევან თარხნიშვილმა, რომელის შეფასებითაც ყველა საქმე მნიშვნელოვანია.
„მოვითხოვთ, რომ შეიქმნას კომისია. საკმარისად ბევრი დრო გავიდა იმისათვის, რომ მათ გამოეძიათ, თუ ამის უნარი და სურვილი ქონდათ,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.