"არ გადამრგო" – ამ სახელწოდების აქცია გაიმართა დღეს აჭარის მთავრობის სახლთან. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ამ ფორმით, ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხეების გადარგვა გააპროტესტეს.
პარალელურად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ციხისძირში კარვებში რჩებიან და ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანის პროცესს ადგილზე აპროტესტებენ