სახალხო დამცველმა დღეს სახელმწიფო უწყებების რეკომენდაციების ანგარიში წარადგინა. აღმოჩნდა, რომ სამინისტროებმა ომბუდსმენის რეკომენდაციების მხოლოდ 50 პროცენტი გაითვალისწინეს. მათ შორის ლიდერობს პროკურატურა.
სახალხო დამცველის აპარატის შენიშვნები არც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სასჯელაღსრულების სამინისტრომ, ეკონომიკის, კულტურის და ჯანდაცვის სამინისტროებისთვისაა მისაღები.
„ჩვენ რეკომენდაციების შესრულებას ვადევნებთ თვალყურს. ანუ არამხოლოდ გამოძიება დაიწყო, არამედ რამდენად დადგა კონკრეტული შედეგი. სწორედ ამ მხრივ გავქვს ჩვენ ყველაზე მეტი შეკითხვა, რომ ბოლომდე არ ყო მისული გამოძიება წლის განმავლობაში, არაერთ საქმესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განმარტებით, სახალხო დამცველის რეკომენდაციები საბჭოს მიერ აქტიური შესწავლის საგანია.
„რეკომენდაციათა შინაარსი უკავშირდება გაჭიანურებულ საქმეთა განხილვის დინამიკას,“ - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
ამავე საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ.
„ვიხილავთ რეკომენდაციებს, ნაწილს ვიზიარებთ, ნაწილს არ ვიზიარებთ. ხომ არ შეიძლება ყველა საკითხი გაზიარებული იქნას?“ - აღნიშნა მურუსიძემ.