საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო საჯარო რეესტრის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს აფასებს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიწის რეგისრტაციასთან დაკავშირებით რეფორმებია გასატარებელი, თუმცა მთავრობის ინიციატივა საფრთხეებს შეიცავს. რადგან სახელმწიფო საკუთრებად დაირეგისტრირებს ყველა იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც საჯარო რეესტრის მონაცემებით სხვა პირის უფლება არ დგინდება.
„შეიძლება ერთ წელიწადში დავდგეთ ისეთი მოცემულობის წინაშე, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთზე, მან ვერ მოახერხოს ამ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და შესაბამისად სახელმწიფომ შეიძლება განკარგოს ეს მიწის ნაკვეთი. ფაქტობრივად ისინი დაკარგავენ თავიანთ საკუთრებას,“ - განაცადა ეკა გიგაურმა.