მაესტროს გენერალურმა დირექტომა, ბაია გადაბაძემ, საჯარო რეესტრს მიმართა, გია გაჩეჩილაძე არ დაარეგისტრიროს ტელეკომპანიის დირექტორად, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
ბაია გადაბაძის ინფორმაციით, გია გაჩეჩილაძე ტელევიზიაში მეურვესთან ერთად აპირებს მისვლას. შესაბამისად, მისივე განცხადებით, არ ექნებათ იმის უფლება, რომ მეურვეს კომპანიაში შესვლა აუკრძალონ.
მან ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, ორი კომპანიის დავაში არ ჩაერიოს.
ბაია გადაბაძემ ირაკლი რუხაძის მიერ საბუთების გავრცელებასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებასაც უპასუხა და აღნიშა, რომ მას შეუძლია, ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოლშიც უჩივლოს.
რუხაძის განმარტებით, ბაია გადაბაძის მიერ გუშინ გასაჯაროებული დოკუმენტაცია კონფიდენციალური იყო.
ირაკლი რუხაძე იმედის მმართველი კომპანიის სელფორდ ჯორჯიას ხელმძღვანელია.