ფოთში მეეზოვეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანია მათ სამსახურიდან დაითხოვს.
აქციის მონაწილეები დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ და საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
ქალაქ ფოთის დაგვა-დასუფთავებაზე გამოცხადებულ ტენდერში კომპანია სქაი გრუპმა გაიმარჯვა, მანამდე კი ქალაქის დასუფთავებაზე შპს ინფრასტრუქტურა 2008 ზრუნავდა.
სქაი გრუპში აცხადებენ, რომ მეეზოვეები შეცდომაში არიან შეყვანილები და საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.