20 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
დღეს არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მაგისტრალური კაბელების გაყიდვაზე - ვახტანგ აბაშიძე

მარეგულირებელ კომისიაში კავკასუს ონლაინის საცალო სეგმენტის ვიმპელკომის მიერ შესაძლო შესყიდვასთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა. სხდომაზე  მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია კომისიის წევრებს ორივე კომპანიის წარმომადგენელმა მიაწოდეს. 

კავკასუს ონლაინიც და ბილაინიც ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა საუბარი შეეხება მხოლოდ საცალო სეგმენტს და არა მაგისტრალურ კაბელს. 

ეროვნული კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ორივე კომპანიისგან გარანტიას ითხოვს, რომ ვიმპელკომის ინტერესი მხოლოდ საცალო აქტივებია და არა შავი ზღვის კაბელი.

მობიტელის აქტივებთან დაკავშირებით დამატებითი საკითხის დაზუსტების მიზნით კომისიამ მოსმენა ერთი თვით გადადო.

 

 

 

დღის ამბები