საქართველოს ლატარიის კომპანია იყიდება. სახელმწიფომ კუთვნილი წილი, კომპანიის 70% აუქციონზე გაიტანა. აქციების საწყისი ფასი კი ათასი ლარია.
კომპანიის სიმბოლურ ფასად გასხვისების გადაწყვეტილება სახელმწიფომ იმ სოლიდური დავალიანების გამო მიიღო, რაც ლატარიის კომპანიას ბოლო წლების განმავლობაში დაუგროვდა.
ამაში კი არასამთავრობო სექტორი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს ადანაშაულებს.
ამ ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტის დანაკლისი ლატარიის კომპანიის დავალიანების გამო 200 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
კომპანიის 70% სახელმწიფოს საკუთრებაში 2011 წელს გადავიდა. მას შემდეგ მას საქართველოს ფოსტა მართავს. 2012 წლის შემდეგ ლატარიაში ისევე, როგორც ფოსტაში, შეიცვალა მენეჯმენტი. ორივე კომაპნიის დირექტორად ლევან ჩიკვაიძე დაინიშნა. საქართველოს ლატარიის კომპანიის დავალიანებამ კოლოსალურ თანხებს სწორედ მას შემდეგ მიაღწია.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, თუ 2010 წელს კომპანიის მოგებამ 52 მილიონი შეადგინა, გასულ წელს ეს მაჩვენებლებელი 30 მილიონით შემცირდა. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო სახელმწიფომ წამგებიანი ბიზნესის გაყიდვა გადაწყვიტა და ლატარიის კომპანიის 70%-ზე აუქციონი გამოაცხადა. საწყის ფასად 1000 ლარი დასახელდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთასორისო გამჭვირვალობა - საქართველოში, სადაც ამ საკითხზე არაერთი კვლევა აქვთ ჩატარებული, აცხადებენ, რომ სახელმწიფოს ვალების რესტრუქტურიზაცია ან სულაც ჩამოწერა მოუწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს კარგავს.
კომენტარს ამ თემაზე არც საქართველოს ლატარიის კომპანიასი და არც ფინანასთა სამინისტროში არ აკეთებენ. ხადურის უწყებაში არც იმ ხელშეკრულებას არ ასაჯაროებენ, რომლის მიხედვითაც, ლატარიის კომპნია ბაზარზე მონიპოლისტი გახდა.
ლატარიის კომპანიის აუქციონზე გამოტანასა და წლების განმავლობაში დაუსჯელად დაგროვილ დავალიანებაზე პასუხი მედიას დღეს არც ეკონომიკის მინისტრმა გასცა.
ავტორი: ეკა გაგუა