20 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
თავი გაანებე! - პარტიზანი მებაღეების აქცია ციხისძირში

თავი გაანებე! - პარტიზანი მებაღეების ამ სახელწოდების აქცია დღეს ციხისძირში გაიმართა. გარემოსდამცველებმა ბიძინა ივანიშვილს უკანონო ქმედებების შეწყევტისკენ მოუწოდეს.

ასწლოვანი ხეების კანონდარღვევით გადატანასთან დაკავშირებით პარტიზანმა მებაღეებმა განცხადება საგანაგებოდ ციხისძირში გააკეთეს. მათ საპროტესტო აქციაზე იმ დოკუმენტების გასაჯაროვებაც მოითხოვეს, რის საფუძველზეც ხეების გადარგვა ხდება. არასამთავრობოები იმ სპეციალისტების გვარების დასახელებასაც ითხოვენ, ვინც ხეების გადატანას ნებართვას გასცა.

პარტიზან მებაღეებს დღეს მხარდაჭერა ოპოზიციამ პარლამენტიდან გამოუცხადა.

უმცირესობის მოთხოვნით, ხუთშაბთს საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართება. შეხვედრაზე ციხისძირში ხეების გადატანასთან დაკავშირებით, გარემოსა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებს მოუსმენენ.

ნაციონალური მოძრაობის მიმართვის შემდეგ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრა 2 დღეში დანიშნა. უმცირესობა ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესიის დროებით შეჩერებას ითხოვს, ამისთვის კი კომიტეტს საგანგებო განცხადების შემუშავებას თხოვს.

გადატანის პროცესთან დაკავშირებით კითხვები არა აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. მმართველ კოალიციაში აცხადებენ, რომ ხეების გადარგვით გარემოს პრობლემები არ ექმნება. უმრავლესობა დღეს ოპოზიციას პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებდა.

 

 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები