20 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია უკვე მზად არის

"საგზაო უსაფრთოების სტრატეგია" უკვე მზად არის. დოკუმენტი, რომელიც არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებით რამდენჯერმე შეიცვალა, მალე მთავრობას წარედგინება.

სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობა იმ სტატისტიკამ განაპირობა, რომლის თანახმადაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებისას გარდაცვლილთა და მძიმედ დაშავებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

მხოლოდ 1 წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვის შედეგად გარდაცვლილთა რაოდებობა 90 ერთეულით გაიზარდა. გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 20%-იან მატებას არასამთავრობო უწყების წარმომადგენლები "საგანგაშოს" უწოდებენ. ოფიციალური სტატისტიკით, ამდენითვეა გაზრდილი ავარიის მიზეზით მძიმედ დაშავების შემთხვებიც.

კიდევ ერთი პრეტენზია, რომელიც საგზაო უსაფრთხოების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო სექტორს აქვს, არასაფუძვლიანი კვლევაა.

მათი განცხადებით, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები კონკრეტული ავარიის შემთხვეაში მომხდარის არასაკმარის შესწავლას ახდენენ. მათი შეფასებით, ხშირად უბედური შემთხვევის მიზეზი გაუმართავი ინფრასტრუქტურაც ხდება.

საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა 1 წლის წინ დაიწყეს, სამუშაო დოკუმენტი უკვე შეიქნა და მისი მიზანი სწორედ ე.წ. ”საგზაო კრიმინალის” შემცირება უნდა იყოს. თუმცა, დოკუმენტის ავტორთა ნაწილი ამბობს, რომ მხოლოდ სტრატეგია პრობლემის მოგვარების რეალური მიზეზი ვერ გახდება.

"საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია", რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნების გამო რაომდენჯერმე შეიცვალა, დასამტკიცებლად მთავრობას, სავარაუდოდ, 3 კვირაში გადაეგზავნება.

 

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები