20 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
მესამე სექტორი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის წინააღმდეგ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების დაწყებას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია. ისინი შესაბამისი საჩივრით დღეს მიმართავენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

მესამე სექტორი ამის მიზეზად თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მისამართით გამოთქმულ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ასახელებს.

როგორც განმარტავენ, ვინაიდან სწორედ ეთიკის ნორმების დარღვევის გამო დაიწყო რამდენიმე დღის წინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა, ამდენად მიაჩნიათ, რომ დისციპლინური საქმის წარმოება ქუთაისის საქალაქოს სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის მიერ გამოთქმული არაეთიკური განცხადებების გამოც უნდა დაიწყოს.

 

დღის ამბები