12 მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას ითხოვს მესამე სექტორი. რის საფუძველზე ითხოვენ ორგანიზაციები სამოსამართლო კორპუსის წევრების საქმიანობის შესწავლას.
"საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ისაუბრა კოკრეტულ ინსტიტუციურ და სისტემურ პრობლემებზე მაშინ, როდესაც სხვადსხვა მოსამართლეებმა მას დაუპირისპირეს სრულიად არაჯანსაღი პერსონალური არაეთიკური ეპითეტები. მას მოიხსენიებდნენ ბრჭყალებში "მოსამართლედ", მის საქციელს უწოდებდნენ ამორალურს და უღირსს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ საბჭო მამუკა ახვლკედიანის ქმედებაში ხედავს არაეთიკურ სქციელს, მით უმეტეს უნდა დაინტერესდნენ, ამ მოსამართლეების ქცევით“, - განცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა სოფო ვერძეულმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, საინტერესო რამდენად შეისწავლის საბჭო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განცხადებას.
"როცა სამომსამართლო ეთიკას ეხება საქმე და როცა საბჭო ძალიან აქტიურია გააჩუმოს დისციპლირინებული სამართალწარმოების მეშვეობით განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლე, ჩვენთვის საინტერესოა ვნახოთ, რამდენად თანმიმდევრული და ობიექტური იქნება საბჭო შეისწავლოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაკეთებული განცხადება“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არანაირი საფუძველი არ ქონია იმისთვის, რომ დისციპლინური წარმოება დაეწო.
"ახვლედიანის წინააღგმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო და ზუსტად ქალბატონი ნინოს განცხადების საფუძველზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არანაირი საფუძველი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ქონია იმისთვსი, რომ დისციპლინური წარმოება დაეწო ახვლედიანის წინააღმდეგ და ჩვენი სარჩელიც ზუსტად ამას ემსახურება“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე