20 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
დისიპლინური დევნა არ დაწყებულა - კახაბერ სოფრომაძე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახაბერ სოფრომაძე, მამუკა ახვლედიანზე საუბრობს. მისი თქმით, ჯერჯერობით დისიპლინური დევნა დაყწებული არ არის და ის ახსნა-განმარტების სტადიაზეა.

"დისციპლინური დევნა არანაირად არ უკავშირდება ტესტებთან დაკავშირებულ მის განცხადებას, პირდაპირ გეტყვით, რომ ჯერჯერობით დისციპლინური დევნა დაყწებულიც არ არის, ის ახსნა-განმარტების სტადიაზეა. იმან მოვლენებს დაასწრო და ეს ადამიანი, მე მგონი, ცოტა ჩქარობს. რა არის მისი სიჩქარის მიზეზი, მე ამას ვერ გეტყვით“, - განაცხადა კახაბერ სოფრომაძემ.       

შეგახსნებთ, რომ 12 მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას ითხოვს მესამე სექტორი. არასამთავრობოთა კოალიციამ იუსიტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა. რის საფუძველზე ითხოვენ ორგანიზაციები სამოსამართლო კორპუსის წევრების საქმიანობის შესწავლას.

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

დღის ამბები