20 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
"თუ კიდევ არსებობს გაგრილებული თავები ხელისუფლებაში, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, კარგია," - ბაია გადაბაძე რეესტრის გადაწყვეტილებაზე

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე მაესტროს გენერალურ დირექტორად არ დაარეგისტრირა. სააგენტომ ბაია გაბადაძის განცხადება დააკმაყოფილა და უცნობის რეგისტრაციის ვადამ 30 დღით გადაწია. თუმცა რეესტრის განმარტებით, თუკი ამ დროის განამვლობაში რომელიმე მხარე წარადგენს სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, წარმოება ისევ განახლდება.

ამასთან დაკავშირებით, ბაია გადაბაძემ კომენტარი გააკეთა და რეესტრის ეს გადაწყვეტილება წარმატების პირველ ნაბიჯად შეაფასა.

“საქმე, რომელიც მე შევიტანე სასამართლოში, პარტნიორთა კრების ოქმის შეჩერებასთან დაკავშირებით, მართალია სასამართლომ არ დამიკმაყოფილა, მაგრამ ეს დააკმაყოფილა რეესტრმა. მან შეაჩერა ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის პროცედურა. ამას ვაფასებ წარმატების პირველ ნაბიჯად და თუ კიდევ არსებობს გაგრილებული თავები ხელისუფლებაში, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, კარგია, იმიტომ რომ, ყველა ბრძოლა მედიასთან არის დამარცხებული და თუ ამას ისინი დროულად მიხვდებოდნენ, აქამდეც არ მივიდოდა საქმე,“ - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები